ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე, ეთიკურ მედია გაშუქებასა და ციფრულ უსაფრთხოებაზე

2022 წლის 21-22 ივლისს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს” პროექტის „ქალების ძალა ინკლუზიისთვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის გენდერული საკითხების ეთიკურ გაშუქებასთან და ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

ტრენინგს ესწრებოდნენ  ჟურნალისტები როგორც ცენტრალური, ისე – რეგიონული მედიიდან. ასევე, ჟურნალისტიკისა და სხვა რელევანტური ფაკულტეტების სტუდენტები. გენდერული საკითხების ეთიკურ გაშუქებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ტრენინგის მონაწილეებს ჟურნალისტები ხატია ღოღობერიძე და თეონა ცხომელიძე ესაუბრნენ, ხოლო ციფრულ უსაფრთხოებაზე – ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი ნინო გამისონია.

სატრენინგო მასალა შედგებოდა ისეთი ფუნდამენტური საკითხებისგან, როგორიცაა:

  • ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
  • ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
  • ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • ციფრული უსაფრთხოება, როგორც გამოწვევა და უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტები.

ტრენინგის ბოლოს კი მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022″ შესახებ, რომელიც სწორედ ეთიკური გაშუქების სტანდარტითა და გენდერული მგრძნობიარობით შექმნილი მედია პროდუქტის ავტორების წახალისებასა და დაჯილდოებას ისახავს მიზნად. 

 

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.