ენერგია და კლიმატი

გაერთიანების სახის ოთხმა ჯგუფმა წამოიწყო გენდერულად მგრძნობიარე ენერგეტიკული კოოპერაციული საზოგადოების ჩამოყალიბება, იმისათვის რომ საქართველოს ნაკლებად განვითარებულ მხარეებს მზის ენერგიით მომუშავე გამათბობლები დაემონტაჟებინათ.  ჯგუფები დაფუძნებულია ხობის, ხონის, ახალციხისა და მცხეთის რესურს ცენტრებში და მათ ინტენსიური ტრენინგი ჩაუტარდათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „მზეზე გადადი, იცხოვრე კომფორტში“ მზის წყლის გამაცხელებლების მშენებლობის, დაყენების, მოვლისა და მონიტორინგის მიზნით.

რესურს ცენტრები ეძებენ გზებს რომ გახდნენ ეკონომიკურად მდგრადები და საზოგადოების უფრო ფართო ნაწილს შესთავაზონ პრობლემის გადაჭრის ენერგოეფექტური და ხელმისაწვდომი შესაძლებლობები. ამ რესურს ცენტრებს მხარდაჭერა აქვთ როგორც ,,ქალები საერთო მომავლისთვის” გუნდისგან, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან: ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, RCDA, SDCA, SEMA და EthicFinance, რომლებმაც ოთხი ტრენინგი ჩაატარეს ენერგეტიკური კოოპერაციული საზოგადოების შექმნის შესახებ. ზოგიერთმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო 2014 წელს გერმანიაში გამართულ სასწავლო ვიზიტში ენერგეტიკული კოოპერატივების შესახებ.

სულ ოთხი სემინარი ჩატარდა საქართველოში გენდერულად სენსიტიურ კოოპერაციულ საზოგადოებაზე, 08.-10.11.2015; 15.-16.12.2015; 30.03.2016; 09.-11.07.2016 თარიღებში. ამ სემინარების დროს ხელშეწყობილი იყო საქართველოში კოოპერატიული იდეების წამოწყება, ასევე ორგანიზატორების მიერ მხარდაჭერილი იყო რეგისტრაციის, ბიზნეს მოდელის, მარკეტინგული გეგმისა და პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის პროცესები. ბოლო სემინარი ასევე მოიცავდა კოოპერაციული გაერთიანების წევრი ქალების ტრენინგს.