საქართველოში პროექტი ,,ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის” დაიწყო
საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) წამოიწყო ახალი პროექტი ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”, ან შემოკლებული ვერსიით ,,ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის”. პროექტი ხორციელდება ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით როგორიცაა ქალთა ფონდი საქართველოში, ქალი და რეალობა, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, პანკისის ქალთა საბჭო და რაჭის სათემო ორგანიზაცია.
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცულია ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობათა ჯგუფების უფლებები, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ მიმართ დისკრიმინაცია და მარგინალიზაცია გრძელდება. COVID-19 კრიზისმა გააუარესა ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების მდგომარეობა, შეამცირა მათი შესაძლებლობების გაძლიერება ქალების შინ შრომის გაზრდის, შეკრების შეზღუდვის, ძალადობის რისკის, ინფორმაციისა და განათლების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ბევრმა მათგანმა დაკარგა ან დატოვა სამსახური, რამაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
ამგვარად, პროექტი „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ მიზნად ისახავს ქალების/გოგონების მხარდაჭერას საქართველოს ოთხ რეგიონში (კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი), რათა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური ცნობიერება, თუ სტერეოტიპები შეცვალონ. ფემინისტი აქტივისტები, ახალგაზრდების ჩათვლით, გაივლიან ტრენინგებს და დაფინანსებას მიიღებენ ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, რაც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ეს აქტივობა გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილობრივი ქალებისა და კაცების, გოგონებისა და ბიჭების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის
1. პროექტი ითვალისწინებს 15 სათემო და 15 ახალგაზრდა ტრენერის მომზადებას, რომლებიც დაატრენინგებენ სამიზნე ჯგუფებს ოთხ რეგიონში. სამი წლის განმავლობაში 480 ადგილობრივი ფემინისტი აქტივისტი და 650 გოგონა და ბიჭი გაივლის ტრენინგს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე. ასევე, ისინი შეიძენენ ზოგად უნარებსა და საბაზისო ცოდნას გენდერის შესახებ
2. დატრენინგებულ აქტივისტებზე გაიცემა 30 სათემო გრანტი, ხოლო ახალგზარდული ჯგუფებისთვის 60 მცირე გრანტი, რაც ხელს შეუწყობს დაახლოებით 6000 ადგილობრივი მოსახლის ცხოვრების გაუმჯობესებას
3. პროექტის ფარგლებში ვიმუშავებთ ჟურნალისტებსა და ინფლუენსერებთან ეთიკური გაშუქების გასაუმჯობესებლად, ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, თანასწორობა და პატრიარქატი მოხალისეობრივი ქარტიის შემუშავებითა და მედია ჯილდოების მეშვეობით.
4. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკის წარმოებაში მონაწილეობას მიიღებს 150 ადგილობრივი / რეგიონალური და 50 ეროვნული გადაწყვეტილების მიმღები პირი, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე გენდერულ საკითხებზე მომუშავე მნიშველოვანი აქტორები, რათა გაიზარდოს და გაუმჯობესდეს მათი ინფორმირებულობა და პოლიტიკა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებთან დაკავშირებით.
პროექტი მიზნად ისახავს გაძლიერების საკითხზე მუშაობას სამი მიმართულებით:
- ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, პროექტი მიზნად ისახავს გაზრდილ ანაზღაურებას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას, სახელმწიფო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ქალების აუნაზღაურებელი სამუშაოს შემცირებას და ბიზნესში მმართველ თანამდებობებზე ქალების რაოდენობის ზრდას. ტრენინგები მოიცავს ბიზნესისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო დაფინანსებისა და სერვისების მისაღებად.
- პოლიტიკური გაძლიერება გულისხმობს ქალთა ჩართულების ზრდას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე საჯარო სექტორში, რისი მიღწევაც შესაძლებელია იურიდიული კვოტირების განხორციელებითა და კანდიდატების გაძლიერებით. ადგილობრივი აქტივისტები დატრენინგდებიან, რათა ჩამოაყალიბონ და წარმოადგინონ თავიანთი პრიორიტეტები მუნიციპალური პოლიტიკის წარმოების პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის შეხვედრებში, მიიღონ მონაწილეობა გენდერული ბიუჯეტის ანალიზსა და დარწმუნდნენ, რომ მათი საჭიროებები და პრიორიტეტები ინტეგრირებულია პოლიტიკასა და ბიუჯეტში შესაბამისი ორგანოების მიერ.
- სოციალური გაძლიერება სტიმულირდება ძირითადი პატრიარქალური სტერეოტიპების ფონზე ქალთა, (ეთნიკური) უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობით. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საზოგადოებაში მათი მონაწილეობის, პრიორიტეტების ფორმულირებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობის მისაღებად, რაც ხალხს ქალებისა და უმცირესობების წარმომადგენლების ტრადიციულ როლებს სხვა პერსპექტივაში დაანახებს.
მთელი რიგი ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პროექტის გუნდმა 25-26 მარტს ჩაატარა სტარტაპ შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან, სადაც განიხილეს პროექტის კონცეფცია. მნიშვნელოვანი იყო მინი ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჩართულობაზე პროექტის აქტივობებში და სტრატეგიული დაგეგმვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. პარტნიორმა ორგანიზაციებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა, და ასევე, მათ შეძლეს მათ საქმიანობაში საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა.