საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი
საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი

I ადგილი - ლელა დუმბაძე
ლელა დუმბაძე ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელების" რეპორტიორია. მან პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი", მასალით „ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი".
ლელას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

II ადგილი - მანანა ქველიაშვილი
მანანა ქველიაშვილი ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელების" მულტიმედიური რეპორტიორია. მან მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი", ემიგრანტ ქალებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმით „ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის“.
მანანას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

III ადგილი - თეა დავაძე
თეა დავაძე სათემო რადიო „მარნეულის" ჟურნალისტია. მან მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი" სიუჟეტით „თაობების გზავნილი ქალებს".
თეას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
საუკეთესო ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში

I ადგილი - ნათია გულისაშვილი
ნათია გულისაშვილი დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტ კრეატორია, რომელიც პლატფორმა ტიკტოკზე მოხალისეობრივად საუბრობს ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების გამოწვევებსა და პრობლემებზე, აქტიურად ეხმიანება გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და იყენებს თავის ათობით ათასი გამომწერის მქონე პლატფორმას ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დღის წესრიგში დაყენებისთვის.
ნათიამ კონკურსში „მედია თაანსწორობისთვის 2022" პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში", ვიდეოების სერიით „მოდით, ვისაუბროთ."
ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

II ადგილი - ელენე ასათიანი
ელენე ასათიანი დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტ კრეატორია, რომელმაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში შექმნა პლატფორმა Asymptote Journey, სადაც ის კეთილდღეობაზე, ქალთა საკითხებზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, საკუთარ თავზე ზრუნვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სხვასდასხვა ტიპის კონტენტს ავრცელებს.
ელენემ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2022", კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში", ვიდეო ნამუშევრით, „დედაჩემი ყველაზე ძლიერია".
ნამუშევრის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

III ადგილი - მარიამ ნანობაშვილი
მარიამ ნანობაშვილი დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტ კრეატორია, რომელიც იუთუბ არხზე Mariam Blanc Nanobashvili, სადაც ის სიმსივნის დამარცხებაზე, სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქმნის და ავრცელებს კონტენტს.
მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2022", კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში", ვიდეო ნამუშევრით, „ქალების საჭიროებები | რეპროდუქციული ჯანმრთელობა".
ნამუშევრის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი

I ადგილი - ანიკი გელაშვილი
ანიკი გელაშვილი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი", პლატფორმა femea.ge-სთვის შექმნილი ილუსტრაციების სერიით „რას ნიშნავს, იყო ქალი საქართველოში?"
ანიკის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

III ადგილი - სოფო აფციაური
სოფო აფციაური ფიტოგრაფი და ვიდეოგრაფერია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი", სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის შექმნილი ვიდეოსთვის „ტაბაწყური - ზღვის დონიდან 2000 მეტრზე".
სოფოს ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი

I ადგილი - მარიამ კვარაცხელია
მარიამ კვარაცხელია სტუდენტი და „ალფა-სიხშირის" ჟურნალისტია. მან პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი", ნამუშევრით „ფრონტს მიღმა დარჩენილი გმირები".
მარიამის ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, ბმულზე.

II ადგილი - ნინო (ევა) ართმელაძე
ნინო (ევა) ართმელაძე სტუდენტი და გამოცემა „ბათუმელების" რეპორტიორია. მან მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი", ნამუშევრით „როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე“.
ნინოს ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, ბმულზე.

III ადგილი - თამთა შერმაზანაშვილი
თამთა შერმაზანაშვილი სტუდენტია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი", ნამუშევრით „შევიწროება სამსახურში".
თამთას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, .
სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი ჟურნალისტია, რომელიც უკვე 22 წელზე მეტია მედიაში მუშაობს და წლებია გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. სწორედ ამიტომ მან კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2022" მიიღო WECF საქართველოს სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.